Monday, March 16, 2015

                                                                 ტრენინგის მე–9 დღე

     დღევანდელი დღე  მეტად დატვირთული, შრომატევადი იყო, მაგრამ ძალიან საინტე– რესოც, რადგან თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც ამ ტრენინგების მსვლელობის დროს შევისწავლეთ. რამდენიმე დღით მოსწავლის როლი შესანიშნავად მოვირგე,რამაც ხალისი შეიტანა ტრენინგის მსვლელობაში.
      პედაგოგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,  შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივიღე რეკომენდაციები  და შენიშვნებიც გავითვალისწინე. ნაშრომში ცვლილებები შევი-ტანე და საბოლოო სახის მიცემაში დამეხარა. მიღებული ცოდნას აუცილებლად გამოვი- ყენებ  სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისათვის პროექტ-გაკვეთილე- ბით.
      ამ ტრენინგმა  ბევრი რამ მასწავლა, რაც, ქალბატონო გვანცა, თქვენი დამსახურებაა, როცა პროექტზე მუშაობას დავიწყებ, ყოველთვის გამახსენდება თქვენი საინტერესო ლექციები. დიდი მადლობა საინტერესო და შინაარსიანი დღეებისათვის.

Saturday, March 14, 2015

                                                          ტრენინგის მე-8 დღე

   ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება...დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო.შევის-წავლე, როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმარ- თვისათვის, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის გაზრდისათვის. შევქმენი საქაღალდეები, რომელშიც ორშაბათი- სთვის ყველაფერი,რაც ამ დღეებში შევქმენი,უნდა ჩავალაგო.ვეცდები, ყველაფერი გამომივიდეს,  ვ ნ ა ხ ო თ...

Sunday, March 8, 2015

                                             
                                                         ტრენინგის მე–7 დღე
  დღეს გავეცანი როგორ გამოვიყენო რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები პროექტზე მუშაობისას. გავერკვიე უკუკავშირის მნიშვნელობაში  ნაშრომის გაუმჯობესებისათვის.

Saturday, March 7, 2015

                                                 ტრენინგის მე–6 დღე
      მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის დროს გარკვეული სირთულეები შემხვდა, რაც დაკავშირებული იყო ტექნოლოგიებთან,პროექტის ფორმატთან, შინაარსთან, ტერმი ნოლოგიის შერჩევასთან,მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი,რადგან უკვე შემიძლია, გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტე– რესები.დარწმუნებული ვარ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.



Sunday, March 1, 2015



                                                     ტრენინგის მე–5  დღე

    საინტერესოდ  წარიმართა  დღევანდელი დღე.  გავეცანი, როგორ გვეხმარება ინტერნეტი პროექტისათვის  საჭირო მასალების მოძიებაში. ვისწავლე  და იმედია, შესაბამისად გამოვიყენებ  საავტორო უფლებებით დაცულ მასალებს ჩემს ნაშრომში, რომ არ დავუშვა სამართლებრივი შეცდომები, ვისაუბრეთ სწრა– ფი  შეტყობინების,  ელფოსტისა  და  ონლაინჩატის საჭიროებებზე.

Saturday, February 21, 2015

                                             
                                                           მეცადინეობის  მე–4 დღე
 
   დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. განვიხილეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი  და ინსტრუმენტი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. ვფიქრობ, შევძლებ შესწავლილის გამოყენებას ჩემს თემაში, რომ უკეთ წარმოვაჩინო მოსწავლეთა მიღწევები და გამოვასწოროთ ნაკლოვანებები.

Sunday, February 15, 2015

                                               ტრენინგის მესამე დღე. რეფლექსია

  ტრენინგის პირველი და მეორე მეცადინეობა ადვილი და სახალისო იყო, მაგრამ მესამე მეცადინეობამ ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"სერიოზულად დამაფიქრა. პირველი ნაბიჯები სასწავლო პროექტისაკენ  მართლაც პირველი ნაბიჯებივით მერთულა.  ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა და  გავიგე, რომ პროექტის წერისას მნიშვნელოვანია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად დასმა, მაგრამ ეს მხოლოდ გავიგე...ზოგადი კითხვები კი შევადგინე ისე, რომ საგანთა შორის კავშირის დანახვაში დამხმარებოდა, მაგრამ თემატური კითხვები სწორად ვერ შევარჩიე პროექტის ძირითა– დი  ცნებების გაგებისა და გაანალიზებისთვის. სწორად შერჩეული შინაარსობრივი კითხ ვებით კი მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგად და თემატურ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც პირველი მცდელობით, მართალია,არ გამომივიდა, მაგრამ ვიმედოვნებ, გამომივა...

Saturday, February 14, 2015


  პროექტებით სწავლების–intel-ის ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა.  ტრენინგის თემა იყო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი..
     ინტერნეტ მისამართზე tpdc.ge /essentials/ გავეცანით ინფორმაციას,  რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას  პროექტების მოდულების გაცნობის.  ტრენერმა  გვასწავლა  კომპიუტე– რის  მეშვეობით  მოდულებში შესვლა, საჭირო ინფორმაციის მოძიება, მარკირება, შეგვაქმნევინა ბლოგი. გაგვაცნო 8 მოდული,  რომელიც     შეიცავს  სხვადასხვა  აქტივობას.პროექტები გაზრდის სასწავლო პროცესში  მოსწავლეთა ჩართულო– ბას  და  გამოუმუშავებს  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარებს.
    პროექტებით სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს  ე.ს.გ–ის  შედეგზე გასვლაში და გამო უმუშავებს მათ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
  .