Sunday, February 15, 2015

                                               ტრენინგის მესამე დღე. რეფლექსია

  ტრენინგის პირველი და მეორე მეცადინეობა ადვილი და სახალისო იყო, მაგრამ მესამე მეცადინეობამ ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"სერიოზულად დამაფიქრა. პირველი ნაბიჯები სასწავლო პროექტისაკენ  მართლაც პირველი ნაბიჯებივით მერთულა.  ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა და  გავიგე, რომ პროექტის წერისას მნიშვნელოვანია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად დასმა, მაგრამ ეს მხოლოდ გავიგე...ზოგადი კითხვები კი შევადგინე ისე, რომ საგანთა შორის კავშირის დანახვაში დამხმარებოდა, მაგრამ თემატური კითხვები სწორად ვერ შევარჩიე პროექტის ძირითა– დი  ცნებების გაგებისა და გაანალიზებისთვის. სწორად შერჩეული შინაარსობრივი კითხ ვებით კი მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგად და თემატურ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც პირველი მცდელობით, მართალია,არ გამომივიდა, მაგრამ ვიმედოვნებ, გამომივა...

No comments:

Post a Comment