Saturday, February 21, 2015

                                             
                                                           მეცადინეობის  მე–4 დღე
 
   დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. განვიხილეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი  და ინსტრუმენტი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. ვფიქრობ, შევძლებ შესწავლილის გამოყენებას ჩემს თემაში, რომ უკეთ წარმოვაჩინო მოსწავლეთა მიღწევები და გამოვასწოროთ ნაკლოვანებები.

Sunday, February 15, 2015

                                               ტრენინგის მესამე დღე. რეფლექსია

  ტრენინგის პირველი და მეორე მეცადინეობა ადვილი და სახალისო იყო, მაგრამ მესამე მეცადინეობამ ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"სერიოზულად დამაფიქრა. პირველი ნაბიჯები სასწავლო პროექტისაკენ  მართლაც პირველი ნაბიჯებივით მერთულა.  ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა და  გავიგე, რომ პროექტის წერისას მნიშვნელოვანია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად დასმა, მაგრამ ეს მხოლოდ გავიგე...ზოგადი კითხვები კი შევადგინე ისე, რომ საგანთა შორის კავშირის დანახვაში დამხმარებოდა, მაგრამ თემატური კითხვები სწორად ვერ შევარჩიე პროექტის ძირითა– დი  ცნებების გაგებისა და გაანალიზებისთვის. სწორად შერჩეული შინაარსობრივი კითხ ვებით კი მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგად და თემატურ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც პირველი მცდელობით, მართალია,არ გამომივიდა, მაგრამ ვიმედოვნებ, გამომივა...

Saturday, February 14, 2015


  პროექტებით სწავლების–intel-ის ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა.  ტრენინგის თემა იყო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი..
     ინტერნეტ მისამართზე tpdc.ge /essentials/ გავეცანით ინფორმაციას,  რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას  პროექტების მოდულების გაცნობის.  ტრენერმა  გვასწავლა  კომპიუტე– რის  მეშვეობით  მოდულებში შესვლა, საჭირო ინფორმაციის მოძიება, მარკირება, შეგვაქმნევინა ბლოგი. გაგვაცნო 8 მოდული,  რომელიც     შეიცავს  სხვადასხვა  აქტივობას.პროექტები გაზრდის სასწავლო პროცესში  მოსწავლეთა ჩართულო– ბას  და  გამოუმუშავებს  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარებს.
    პროექტებით სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს  ე.ს.გ–ის  შედეგზე გასვლაში და გამო უმუშავებს მათ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
  .